ქალაქის მოვლა-პატრონობის ღონისძიებები
![](/storage/OUkb1WqO45LOxEpjaDIY7NreOEYJ8JL1GlswJ3jt.jpg)
სპორტული მოედნის რეკონსტრუქცია გრძელდება ჯავახიშვილის ქ. #73-ში.
რუსთაველის ქ. #59-ში მდებარე სპორტულ მოედანზე განათების სისტემის აღდგენა ხორციელდება.
ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს დაზიანებული ფანჩატურების, საბაღე სკამების, წყალსაწრეტი მილებისა და წყალშემკრები ღარების აღდგენა.
წყალმომარაგების ახალი ქსელის მოწყობა მიმდინარეობს ქვედა სალიბაურსა და კახაბერში.
ვარშანიძის ქ. #55-სა და ფაღავას ქ. #6-ში დაზიანებული სანიაღვრე მილის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
სანიაღვრე ჭებისა და ცხაურების წმენდა ხორციელდება ქუთაისის, ზ. გამსახურდიას, გ. მაზნიაშვილის, შ. ხიმშიაშვილის, შევჩენკოს, ფალავანდიშვილისა და სულაბერიძის ქუჩებზე.
იოანე ლაზისა და პეტრე იბერის ქუჩებზე იწმინდება ღია არხები.
დასუფთავდა ცენტრალური პარკის ტერიტორია.
გაგარინის ქუჩაზე მოსახლეობის მიერ თვითნებურად წარმოქმნილი უკანონო ნაგავსაყრელის გაწმენდა მიმდინარეობს.
ცენტრალურ პარკში მარადმწვანე ხე-მცენარეები დაირგო. დაგეგმილია 50-მდე ხის დარგვა.