ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩის კეთილმოწყობა მიმდინარე წლის მაისში დასრულდება
ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩის კეთილმოწყობა მიმდინარე წლის მაისში დასრულდება. ამის შესახებ ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა სამრეწველო ზონაში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხდა.
მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში სრულად რეაბილიტირდება ქუჩა, მოეწყობა სანიაღვრე არხები და გარეგანათების სისტემა. ასევე დაიგება დეკორატიული ფილები და ბეტონის საფარი. აღნიშნული ქუჩა ათეული წლის განმავლობაში მოუწესრიგებელი იყო.
ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩის კეთილმოწყობისთვის 1 მილიონ 727 ათას 193 ლარია გათვალისწინებული.