ქალაქის მოვლა-პატრონობის ღონისძიებები
ლეონიძის ქუჩის რეაბილიტაცია გრძელდება. ამ ეტაპზე ხორციელდება ბორდიურებისა და განათების სისტემის მოწყობა.
მიმდინარეობს წმ. ნინოს ქუჩის კეთილმოწყობა.
სკვერის მშენებლობა გრძელდება ბაგრატიონის ქუჩის გზაგამყოფ ზოლში, სადაც ხორციელდება ფილების დაგება და მოაჯირების მონტაჟი. ასევე ტერიტორია მზადდება ატრაქციონების განსათავსებლად.
დასრულების ეტაპზეა სკვერის მოწყობა სამების პირველი ჩიხის #5-ში.
საბავშვო ატრაქციონის აღდგენა ხორციელდება ი. ჯავახიშვილის ქ. #4-ში. მიმდინარე კვირის განმავლობაში სამუშაოები კიდევ ორ მისამართზე შესრულდება.
დაზიანებული სახურავის აღდგენა მიმდინარეობს აღმაშენებლის ქ. #8-ში.
მიქელაძისა და ჯავახიშვილის ქუჩებზე სანიაღვრე არხის მოწყობა გრძელდება.
სანიაღვრე ჭებისა და ცხაურების გაწმენდითი სამუშაოები სრულდება გოგებაშვილის, ბაქოს, კანდელაკის, რუსთაველის, შ. ხიმშიაშვილის, თაყაიშვილის, ს. ხიმშიაშვილის, მარეთის, ქიქავას, ჯავახიშვილისა და სულაბერიძის ქუჩებზე.
წყალმომარაგების ახალი ქსელის მოწყობა მიმდინარეობს ქვედა სალიბაურში, კახაბერსა და გონიოში.
სანაპირო ზოლის დასუფთავება ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება. სამუშაოები სარფიდან ჩაქვამდე პერიმეტრს მოიცავს.
აფხაზეთის ქუჩაზე პალმების გასხვლა სრულდება. სამუშაოები წელიწადში ორჯერ ხორციელდება.