ლელა სურმანიძე UNHCR-ის საქართველოს წარმომადგენლობის უფროს მრჩეველს სამართლებრივ საკითხებში შეხვდა
ბათუმის მერის მოადგილე ლელა სურმანიძე გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) საქართველოს წარმომადგენლობის უფროს მრჩეველს სამართლებრივ საკითხებში, გაბრიელ ლოუს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ბათუმის მერიასა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატს შორის გასულ წელს გაფორმდა.