ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები
ახალი ბულვარის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ნაპირსამაგრი ღონისძიებები.
ფერდსამაგრი სამუშაოები ხორციელდება თბილისის ქ. #84-ში, ჩოხელის ქ. #65-ში და თამარ მეფის მე-4 შესახვევში.
მელიქიშვილის ქ. #58-60-ში მდებარე სპორტულ მოედანს უტარდება რეაბილიტაცია.
ატრაქციონების შეკეთება თამარ მეფის გამზირის #1-ის მიმდებარედ ხორციელდება.
დაზიანებული ტროტუარის ფილებისა და ქვაფენილის აღდგენა მიმდინარეობს ჰ. აბაშიძის, ს. ხიმშიაშვილის, შ. ხიმშიაშვილის, ბაგრატიონის, სულაბერიძისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩებზე.
ლიფტების მოწყობა ხორციელდება პუშკინის ქ. #125/127-სა და გორგასლის ქ. #159-ში.
სახურავის რეაბილიტაცია ადლიის მე-4 ჩიხის #5-ში მიმდინარეობს.
ჯავახიშვილის ქ. #1-ში სანიაღვრე არხის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება.
მაჭავარიანის პირველ ჩიხში სანიაღვრე ჭის მშენებლობა მიმდინარეობს.
გონიოში გაიწმინდა ზღვაში გამსვლელი არხი.
ბათუმის მუნიციპალური საბავშვო ბაღების გეგმური, სანიტარულ-ჰიგიენური მონიტორინგი დასრულდა.
ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება ნაგავშემკრები კონტეინერებისა და სამედიცინო დაწესებულებებში არსებული ურნების გარეცხვის, დეზინფექციისა და დეზინსექციის სამუშაოები.
სკვერების, პარკების, მწვანე სივრცეებისა და მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ეზოების მოწესრიგება გრძელდება. სამუშაოები გოგებაშვილის ქუჩაზე განხორციელდა.