logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
28.09.2026 სიახლე

ადაპტაცია და ინკლუზიური განათლება სკოლამდელ ასაკში


Image

ბათუმის №5 საბავშვო ბაღში გაიმართა მშობლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა თემაზე:

„ადაპტაცია და ინკლუზიური განათლება სკოლამდელ ასაკში“

პრეზენტაციის მიზანია, მშობლებს მიეწოდოთ მნიშვნელოვანი და პრაქტიკული ინფორმაცია ბავშვის საბავშვო ბაღთან, ახალ გარემოსა და სასწავლო პროცესთან ადაპტაციის შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სკოლამდელ ასაკში განიხილული ინკლუზიური განათლების მნიშვნელობას, თითოეული ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებასა და მათი თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფას.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა შემდეგ საკითხებზე:

🔹 როგორ შევუწყოთ ხელი ბავშვის ბაღთან წარმატებულ ადაპტაციას;

🔹 რა სირთულეები შეიძლება გამოიკვეთოს ადაპტაციის პერიოდში;

🔹 როგორ ამოვიცნოთ ბავშვის ემოციური და ქცევითი საჭიროებები;

🔹 მშობლისა და პედაგოგის თანამშრომლობის მნიშვნელობა;

🔹 ინკლუზიური გარემოს როლი ბავშვის განვითარებაში;

🔹 მეტყველების, კომუნიკაციისა და სოციალური უნარების ხელშეწყობა;

🔹 როგორ დავეხმაროთ ბავშვს თანატოლებთან ურთიერთობის ჩამოყალიბებაში;

🔹 სპეციალისტების ჩართულობისა და მხარდაჭერის მნიშვნელობა.

პრეზენტაციას წარადგენდენ:

სპეციალური მასწავლებელი : ინგა ბერიძე

ფსიქოლოგი: ხათუნა ბეჟანიძე

ლოგოპედი: ლილი დარახველიძე