logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
20.09.2026 სიახლე

ბათუმის №3, №12 და №26 საბავშვო ბაღებში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა და სააღმზრდელო პროცესი განახლდა.


Image

განახლებული საბავშვო ბაღები აღსაზრდელებს ახალი, მოწესრიგებული და ბავშვების საჭიროებებზე მორგებული გარემოთი დახვდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში განახლდა როგორც ბაღების შიდა, ისე გარე სივრცეები, რაც ხელს შეუწყობს ბავშვებისთვის უსაფრთხო, კომფორტული და ხარისხიანი სააღმზრდელო გარემოს შექმნას.

განახლებული ინფრასტრუქტურა და გაუმჯობესებული პირობები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სააღმზრდელო პროცესის ეფექტიანად წარმართვას და ბავშვებისთვის განვითარებაზე, თამაშსა და სწავლებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნას.