01.04.2026
სიახლე
ბათუმის მერი საჯარო სკოლის მშენებლობის პროცესს გაეცნო
ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარესთან ივანე მაისურაძესთან ერთად, თოდოგაურის დასახლებაში საჯარო სკოლის მშენებლობის პროცესს გაეცნო.
პროექტის მიხედვით აშენდება სამსართულიანი 600 მოსწავლეზე გათვლილი შენობა, რომელიც სრულად იქნება ადაპტირებული.
სკოლა აღიჭურვება საჭირო ინვენტარით, მოეწყობა ბიბლიოთეკა და სპორტული დარბაზი.
თოდოგაურის დასახლებაში არსებული საჯარო სკოლა იყო ერთსართულიანი და ავარიული. პროექტი 2027 წელს დასრულდება.