19.05.2025
ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მურვანიძე, ბათუმის რაგბის კლუბის სპორტსმენებსა და სამწვრთნელო შტაბს შეხვდა

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მურვანიძე, ბათუმის რაგბის კლუბის სპორტსმენებსა და სამწვრთნელო შტაბს შეხვდა. გიორგი მურვანიძემ პირადად მიულოცა მათ წლევანდელი ჩემპიონობა და მადლობა გადაუხადა თითოეულ მათგანს ქალაქის ღირსეულად წარდგენისათვის.
შეხვედრისას ისაუბრეს საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია გუნდის სამომავლო წარმატებისათვის. მერის მოვალეობის შემსრულებელმა დაადასტურა მუნიციპალიტეტის მზაობა, ხელი შეუწყოს სპორტის ამ სახეობის კიდევ უფრო მეტად განვითარებას ჩვენს ქალაქში.