21.05.2025
ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მურვანიძე მუნიციპალური ავტობუსების მძღოლებს შევხვდა

ბათუმის ავტოტრანსპორტში მუნიციპალური ავტობუსების მძღოლებს შევხვდი. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო პირადად გავცნობოდი იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად ასობით მოქალაქის უსაფრთხო მგზავრობას უზრუნველყოფენ.
განვიხილეთ სამუშაო სპეციფიკა, არსებული საჭიროებები და ის საკითხები, რომლებიც მათთვის განსაკუთრებით აქტუალურია. თითოეულ მიმართულებაზე ეტაპობრივად მიიღება გადაწყვეტილებები-გიორგი მურვანიძე