23.05.2025
ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მურვანიძე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს - ახალგაზრდული საბჭოს წევრებს შეხვდა

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მურვანიძე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს - ახალგაზრდული საბჭოს წევრებს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ისაუბრეს ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
შეხვედრა ინტერაქციული ფორმატით წარიმართა, სადაც ახალგაზრდებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაესვათ შეკითხვები და გამოეთქვათ მოსაზრებები ქალაქისთვის მნიშვნელოვან თემებზე.
გიორგი მურვანიძის თქმით, მსგავსი შეხვედრები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება, ვინაიდან მნიშვნელოვანია თითოეული ახალგაზრდის პოზიცია, ხედვა და მონაწილეობა ქალაქის განვითარებაში.