21.05.2025
ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი მურვანიძემ კახაბრის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი მურვანიძემ კახაბრის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
ივლისის ბოლომდე დასრულდება ნიკო მუსხელიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია, რომლის ღირებულებაც 9 მილიონ ლარს აღემატება.
ამავე ქუჩაზე ხორციელდება ახალი ენერგოეფექტური საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომლის დასრულებაც მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება. პროექტის ფარგლებში ბაღის მიმდებარედ რეკრეაციული სივრცეც აშენდება.
პარალელურად მახვილაურის ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი აგვისტომდე განხორციელდება და საერთო ჯამში, 2 კილომეტრიანი გზის მონაკვეთით 800 ოჯახი ისარგებლებს.