14.09.2026
სიახლე
ბათუმის საბავშვო ბაღებში ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წელი დაიწყო
სააღმზრდელო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით, ა(ა)იპ „ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ დირექტორი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს ესტუმრა და აღსაზრდელებს, მათ მშობლებსა და ბაღების თანამშრომლებს ახალი წლის დაწყება მიულოცა. საბავშვო ბაღებში ბავშვებს სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის განახლების პირველივე დღეებიდან შესაბამისი გარემო, მრავალფეროვანი საგანმანათლებლო და შემოქმედებითი აქტივობები დახვდათ.
ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის განმავლობაში ბათუმის საბავშვო ბაღებში გაგრძელდება ბავშვზე ორიენტირებული სააღმზრდელო მიდგომების დანერგვა და განვითარება. დაწესებულებები აქტიურად ითანამშრომლებენ მშობლებთან, რათა თითოეული ბავშვის საჭიროებები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული.