24.06.2025
ბათუმის სანდასუფთავების სამსახურმა სპეცტექნიკა განაახლა

ბათუმის სანდასუფთავების სამსახურმა სპეცტექნიკა განაახლა.
არსებულ სპეცტექნიკას დაემატა რვა ერთეული ნაგავმზიდი და ორი ერთეული თვითმცლელი, რომელთა ჯამური ღირებულება შეადგენს 2 მილიონ 951 ათას ლარს.
გარდა ამისა, განხორციელდება 1300 ერთეული ძველი ნაგავშემკრები კონტეინერის ახლით ჩანაცვლება.