logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
02.04.2026 სიახლე

ბათუმში ინტენსიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია


Image

ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ ქალაქში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.

სარეაბილიტაციო პროცესი ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე მაღალი ტემპით მიმდინარეობს, რათა ტურისტულ სეზონს ქალაქი გამართული ინფრასტრუქტურით შეხვდეს.

ქალაქის მასშტაბით ხორციელდება 20-მდე ქუჩის კეთილმოწყობა. რაც შეეხება, ქვაფენილის ასფალტის საფარით ჩანაცვლებას სამუშაოები უკვე დასრულდა 5 ქუჩაზე, მათ შორის, მემედ აბაშიძის ქუჩაზე, ხოლო მიმდინარეობს - 3-ზე.

განხორციელდა რუსთაველის ქუჩის სრული რეაბილიტაცია. გოგებაშვილის ქუჩაზე, რომელიც ერთ-ერთი საკვანძო მონაკვეთია, სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და ტურისტული სეზონის დაწყებამდე დასრულდება.

ასევე, დაგეგმილია ახალი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების დაწყება. მათ შორის, ბათუმის შემოსასვლელი გზის რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება თამარ მეფის გზატკეცილის, ოდისეი დიმიტრიადისა და ბაქოს ქუჩების სრული რეაბილიტაცია. პროექტი ითვალისწინებს საავტომობილო გზის გაფართოებას - საგზაო მოძრაობის ზოლების რაოდენობა ორივე მიმართულებით გაიზრდება და იქნება ოთხზოლიანი. ასევე, მოეწყობა მიწისქვეშა კომუნიკაციები, აშენდება ზღვისგან დამცავი ნაპირსამაგრი კედლები, ტროტუარები, ეზოების შესასვლელები, გარეგანათების ქსელი და ახალი შუქნიშნები.