logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
23.06.2025

ბათუმში მასობრივი ოლიმპიური გარბენი გაიმართა


Image

საერთაშორისო ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით ბათუმში მასობრივი ოლიმპიური გარბენი გაიმართა, რომელსაც ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მურვანიძე დაესწრო.

ღონისძიების ფარგლებში, ველოგარბენი და მძლეოსნური გარბენი ზღვისპირა პარკის ტერიტორიაზე, 2-2,5 კმ დისტანციაზე შესრულდა.

გარდა ამისა, აქტივობები ჩატარდა სპორტის სხვადასხვა სახეობაში.

გამარჯვებულებს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისგან სერტიფიკატები და საჩუქრები გადაეცათ.

საერთაშორისო ოლიმპიურ დღე 1948 წლიდან აღინიშნება და მასში მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყნის მილიონობით მოქალაქე მონაწილეობს.