22.06.2025
ბათუმში საზღვაო ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

ბათუმში საზღვაო ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა.
ორი დღის განმავლობაში საოცრებათა პარკში „ზაფხულის ფესტივალმა“ უამრავ სტუმარს უმასპინძლა.
საფესტივალო სივრცეში მოწყობილი იყო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო-შემეცნებითი კუთხეები, გაიმართა ფრანების შოუ და საკონცერტო საღამოები ადგილობრივი და მოწვეული ბენდების შესრულებით.