logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
30.08.2025

ბათუმში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე აღინიშნა


Image

ბათუმში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე აღინიშნა.

ღონისძიება, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახების აქტიური ჩართულობით, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში გაიმართა.

ბათუმში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მემორიალი, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ცინცაძემ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიებისა და ოჯახებისთვის გადაცემის საკითხთა საკოორდინაციო სამსახურის ხელმძღვანელთან, გოგი ფაცაციასთან ერთად ყვავილებით შეამკო.

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღის - 30 აგვისტოს აღნიშვნის მიზანია, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ხსოვნის უკვდავყოფა და გაუჩინარების პრობლემაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

საქართველოში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ამ დრომდე, 2000-მდე ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა, მათი ოჯახები ახლობელი ადამიანის უცნობი ბედ-იღბლის გამო გაურკვეველ ვითარებაში მრავალი წლის განმავლობაში იმყოფებიან.