logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
31.08.2025

ბათუმში ყავის ფესტივალი გაიმართა


Image

ბათუმში ყავის ფესტივალი გაიმართა.

ყავის მოყვარულებსა და ქალაქის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ და დაეგემოვნებინათ სხვადასხვა ქვეყნის, განსხვავებული ტექნიკით მომზადებული ყავა.

ბათუმის ბულვარის ფიჭვნარში მოეწყო ყავის სახლები, სადაც წარმოდგენილი იყო ყავის მრავალსახეობა, ჩატარდა კულტურულ-შემეცნებითი და საბავშვო აქტივობები, ვორქშოფები და მასტერკლასები.

საფესტივალო სივრცეები ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ცინცაძემ დაათვალიერა.

„ბათუმის ყავის ფესტივალი“ აჭარის კულტურის სამინისტროს საგრანტო კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული პროექტია, რომელიც ბათუმის მერიის მხარდაჭერით წელს პირველად გაიმართა.