logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
20.05.2025

დეზინსექციის გეგმიური სამუშაოები


Image

ბათუმში დეზინსექციის გეგმიური სამუშაოები დაიწყო. მწერებისა და მღრღნელების საწინააღმდეგო სპეციალური ხსნარით იწამლება მრავალბინიანი სახლების სარდაფები და სადარბაზოები, ასევე იტალიური ეზოები. დეზინსექციის სამუშაოები მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით ხორციელდება. დეზინსექციის სამუშაოებს შპს ,,სანდასუფთავება“ ახორციელებს და მოსახლეობისთვის უფასოა. საჭიროების შემთხვევაში დარეკეთ შემდეგ ნომერზე: 0422 24 20 00.