23.06.2025
„ფიდეს“ მსოფლიო თასი 8-12 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის

ბათუმში დღეს სტარტი აიღო „ფიდეს“ მსოფლიო თასმა 8-12 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის.
საჭადრაკო ტურნირი 2 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება და მასში 40-მდე ქვეყნის 300 მოჭადრაკე იასპარეზებს.
აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატი დაარსების თარიღიდან ბათუმში იმართება. ტურნირის ორგანიზატორია საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.