16.07.2025
გაგარინის ქუჩის რეაბილიტაცია

გაგარინის ქუჩის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაო პროცესს ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მურვანიძე გაეცნო.
პროექტი მოიცავს ხახულისა და გენერალ ა. აბაშიძის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობას, სადაც 750 მეტრ მონაკვეთზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა გარეგანათების ქსელი და საპარკინგე სივრცე.
სამუშაოების ფარგლებში უკვე სრულად მოეწყო სანიაღვრე არხები და წყალარინების ქსელი. ამჟამად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები ბორდიურების, საფეხმავლო ბილიკებისა და გზაგამყოფის მოსაწყობად.
სამუშაოების დასრულების ვადად განსაზღვრულია 2026 წლის 30 მარტი.
პროექტის ბიუჯეტი 4 მილიონ ლარს აღემატება.
ვიდეოროლი