logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
10.10.2026 სიახლე

ღია კარის დღე


Image

ბათუმის საბავშვო ბაღებში ღია კარის დღეები გაიმართა, რომლის მიზანს მშობლების ინფორმირება სასწავლო-სააღმზრდელო პროცესისა და საბავშვო ბაღის გარემოს შესახებ წარმოადგენდა.

მშობლებმა, შვილებთან ერთად, დაათვალიერეს ბაღების შიდა და გარე სივრცეები, გაეცნენ საგანმანათლებლო აქტივობებს და თამაშზე დაფუძნებულ სწავლების მიდგომებს.

ღია კარის დღეები მშობლებს შესაძლებლობას აძლევს, უკეთ გაიცნონ ის გარემო, სადაც მათი შვილები ყოველდღიურად იზრდებიან, სწავლობენ და ვითარდებიან.