logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
23.05.2025

გიორგი მურვანიძემ ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის აღმასრულებელი სააგენტოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა


Image

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი მურვანიძემ ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის აღმასრულებელი სააგენტოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, სადაც განიხილეს V ფაზის მიმდინარე და სამომავლო პროექტებთან დაკავშირებული საკითხები.

პროექტის ფარგლებში განხორციელდება:

• ადლიის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის გაფართოება

• ა და ბ სატუმბი სადგურების გაფართოება

• აეროპორტის, ინდუსტრიული და კახაბრის დასახლებების წყალარინება

• ინჯალოს წყლის სამარაგე რეზერვუარის,

• მეჯინისწყლის ჭაბურღილების წარმადობის გაზრდა

• ჩაქვის წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია

• ჩაქვის გადამცემი მაგისტრალური წყალსადენის რეაბილიტაცია

• ხელვაჩაურის და აეროპორტის წყალმომარაგების ქსელის მოწყობა.