20.05.2025
გიორგი მურვანიძემ მეთორმეტე კლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცა

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი მურვანიძემ, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად, ბათუმის მე-6 საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცა და წარმატებები უსურვა ცხოვრების ახალ ეტაპზე: - „აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად, მე-6 საჯარო სკოლის მოსწავლეებს სკოლის დამთავრება მივულოცე.
მინდა წარმატებები და დასახული მიზნების განხორციელება ვუსურვო თითოეულ მათგანს ცხოვრების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე“.