20.05.2025
გიორგი მურვანიძემ მოქალაქეთა პირველი მიღება გამართა

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი მურვანიძემ მოქალაქეთა პირველი მიღება გამართა.
გიორგი მურვანიძე მოსახლეობისთვის აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებს პირადად გაეცნო და შესაბამისი მუნიციპალური სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად მათი გადაჭრის გზები დასახა.
აღნიშნული შეხვედრები ყოველკვირეულად გაიმართება.
მერის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრის ჩასანიშნად დარეკეთ ნომერზე - 0422 27 01 19.