logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
29.08.2025

გიორგი ცინცაძე ბათუმის მერიის ორგანიზაციების თანამშრომლებს შეხვდა


Image

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ცინცაძე ბათუმის მერიის ორგანიზაციების თანამშრომლებს შეხვდა, მათ სამუშაო პროცესს გაეცნო და მადლობა გადაუხადა ქალაქზე ზრუნვისათვის. გარდა ამისა, გიორგი ცინცაძე ვეტერანთა კლუბში წევრებს ესტუმრა და ქალაქისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ესაუბრა.

„შევხვდი ადამიანებს, რომლებიც ბათუმისთვის ყოველდღიურად ზრუნავენ. მათი შრომა და თავდადება არის ის, რაც ჩვენს ქალაქს უფრო მოწესრიგებულს, სუფთას და კომფორტულს ხდის. ვისაუბრეთ მიმდინარე საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე. ჩემთვის პრიორიტეტული სწორედ ამ ადამიანების შრომის დაფასება და მხარდაჭერაა. მადლობა თითოეულ მათგანს ბათუმისთვის გაწეული ფასდაუდებელი სამსახურისთვის.

ასევე, ვეტერანთა კლუბში, ყველაზე თბილ და საყვარელ ადამიანებს შევხვდი. ყოველთვის სასიამოვნოა მათთან გულწრფელი საუბარი, მათი გამოცდილება და რჩევა ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფასი და მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ცინცაძემ.