logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
18.05.2025

ხიდის კონსტრუქციული ნაწილის დაზიანების გამო, მაიაკოვსკისა და სვიშევსკის ქუჩების დამაკავშირებელ ხიდზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდა


Image

ხიდის კონსტრუქციული ნაწილის დაზიანების გამო, მაიაკოვსკისა და სვიშევსკის ქუჩების დამაკავშირებელ ხიდზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდა.

ამ ეტაპზე, ყველა შესაბამისი სამსახურის ჩართულობით, ხიდის სტრუქტურული მდგრადობის შესწავლა და აღდგენითი სამუშაოების დაგეგმვა მიმდინარეობს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შეიცვალა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა განსაზღვრულ სამარშრუტო ხაზებზე:

N1 - სევერიან აჭარელის ქუჩა, გოგოლის ქუჩა, ნონეშვილის ქუჩა, შინდისის ქუჩა, სვიშევსკის ქუჩა. უკუმიმართულება იგივე.

N1ა და N4 - სევერიან აჭარელის ქუჩა, მაიაკოვსკის ქუჩა. უკუმიმართულება იგივე.

სატრანსპორტო მოძრაობის შეზღუდვები სამ თვემდე ვადით გაგრძელდება.

ბათუმის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო.