16.07.2025
კონფერენცია სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით

ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ორგანიზებით ორდღიანი კონფერენცია მიმდინარეობს, რომელიც ეძღვნება აჭარის რეგიონის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის გაუმჯობესებას.
კონფერენციის მიზანს წარმოადგენს განათლების სისტემაში ავტორიზაციის პროცესების ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობა, მუნიციპალიტეტების მხარდაჭერის გზების განსაზღვრა და სკოლამდელი განათლების ხარისხის სტანდარტების შემუშავება.
ღონისძიებას ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მურვანიძე დაესწრო, რომელმაც საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით, მუნიციპალიტეტის მიერ ბათუმში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.