26.03.2026
სიახლე
კვირის შემაჯამებელი
გამწვანების სამსახურის მიერ, კვირის განმავლობაში შემდეგი სახის სამუშაოები განხორციელდა:
ბრწყინვალისა და აბუსერიძის ქუჩებზე 750 ძირი ჰიბისკუსი დაირგო.
ჯავახიშვილის, გოგებაშვილის, გორგილაძის და ახმეტელის ქუჩებზე მოწესრიგდა ეზოები, მწვანე სივრცეები, სკვერები და საყვავილე კლუმბები.
ხე- მცენარეების დეკორატიული გასხვლა-ფორმირების სამუშაოები შესრულდა ზუბალაშვილის, გოგებაშვილის და რუსთაველის ქუჩებზე.
რამდენიმე მისამართზე გაიცელა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ეზოები, ტროტუარები და გზაგამყოფები.
ბათუმის ცენტრალურ პარკში მწვანე საფარი მოწესრიგდა.
ახალსოფლის სანერგე-სასათბურე მეურნეობაში მცენარეების გადარგვის სამუშაოები მიმდინარეობს