logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
09.12.2025 სიახლე

მოსახლეობასთან შეხვედრა


Image

ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარესთან ივანე მაისურაძესთან ერთად, ძველი ბათუმის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. განიხილეს მათთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხები, რომელთა მოგვარებაც მუნიციპალიტეტის საქმიანობის დღის წესრიგში აისახება.

ბათუმის მერმა აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ ერთეულებში ვიზიტები და მოსახლეობასთან პირდაპირი კომუნიკაცია ინტენსიურად გაგრძელდება. სწორედ ბათუმელებისგან მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, დაიგეგმება კონკრეტული უბნების განვითარება და ქალაქის ყოფითი პირობების გაუმჯობესება.