მსოფლიო ლტოლვილთა დღე

მსოფლიო ლტოლვილთა დღის აღსანიშნავად ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ღონისძიება გაიმართა.
აჭარაში მცხოვრებ ლტოლვილებთან ერთად, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ბათუმის მერის მოადგილე სოფო ხალვაში, საქართველოში გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ხელმძღვანელი კემლინ ფურლი და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები.
მსოფლიო ლტოლვილთა დღე ყოველწლიურად 20 ივნისს აღინიშნება. ამ დღეს მთელი მსოფლიო სოლიდარობას უცხადებს სხვადასხვა კონფლიქტის, ძალადობისა და დევნის გამო იძულებით გადაადგილებულ ადამიანებს. ღონისძიების მიზანია ლტოლვილთა მდგომარეობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა და ცნობიერების ამაღლება.
საქართველოში გაეროს ლტოლვილთა სააგენტოსა (UNHCR) და ბათუმის მუნიციპალიტეტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი 2021 წელს გაფორმდა.
მსოფლიო ლტოლვილთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოში გაეროს ლტოლვილთა სააგენტოსა და ქალაქ ბათუმის მერიის ორგანიზებით გაიმართა.