22.06.2025
„მუსიკალური ბათუმი 2025“-ანსამბლ „მართვეს“ კონცერტი

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მურვანიძე ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლ „მართვეს“ კონცერტს დაესწრო.
ღონისძიება აჭარის კულტურის სამინისტროს მიერ ინიცირებული პროგრამის - „მუსიკალური ბათუმი 2025“-ის ფარგლებში, გონიოს ციხის ტერიტორიაზე გაიმართა.
პროგრამის მიზანია წელიწადის ოთხივე სეზონი დაიტვირთოს საინტერესო და მრავალფეროვანი კულტურული ღონისძიებებით, რათა რეგიონი კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს ვიზიტორებისთვის და განვითარდეს კულტურული ტურიზმი.