28.04.2025
პარკში პროფკავშირებთან ერთად ხეები დაირგო

28 აპრილს, ყოველწლიურად, სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და დაღუპულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება.
თარიღთან დაკავშირებით, ბათუმის ცენტრალურ პარკში ხე-მცენარეები დაირგო.
ხეები აჭარის პროფესიული კავშირისა და ბათუმის გამწვანების სამსახურის თანამშრომლებმა ერთობლივად დარგეს.