12.11.2025
სიახლე
პატარა ასაკიდან პროფესიის სამყაროს აღმოჩენა!
სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტო ქვეპროგრამის
„სააგენტოს საქმიანობის პოპულარიზაცია“ ფარგლებში ახორციელებს ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს
პროფესიული ორიენტაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას სკოლამდელი დაწესებულებების აღსაზრდელებში.
პროექტის მიზანია, რომ ბაღის დამამთავრებელი ჯგუფის ბავშვებმა სხვადასხვა პროფესია გაიცნონ სახალისო და ინტერაქტიული ფორმით თამაშით, კითხვისა და შემოქმედებითი აქტივობებით.
ეს შეხვედრები ხელს უწყობს ცნობისმოყვარეობის გაღვივებას, ინტერესების აღმოჩენას და ჰორიზონტის გაფართოებას პატარა მოზარდებში.
აქტივობები ტარდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედ სკოლამდელ დაწესებულებებში, აღსაზრდელებთან მათ მშობლებთან და პედაგოგებთან.