22.10.2025
სიახლე
რელიგიის მუზეუმში გაიმართა შეხვედრა თემაზე „საგანმანათლებლო პროგრამების პრეზენტაცია''
რელიგიის მუზეუმში გაიმართა შეხვედრა თემაზე „საგანმანათლებლო პროგრამების პრეზენტაცია“, სადაც მიწვეული იყვნენ ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების მეთოდისტები.
მუზეუმის პროგრამები მიზნად ისახავს ბაღის ასაკის ბავშვებში კოგნიტური, ანალიტიკური და შემოქმედებითი უნარების, მსჯელობისა და ადაპტაციის განვითარებას, ასევე სამეტყველო ლექსიკის გამდიდრებას სამუზეუმო ტერმინებით.
შეხვედრის ბოლოს დაიგეგმა მუზეუმსა და ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებას შორის მჭიდრო თანამშრომლობა.