20.11.2025
სიახლე
საბავშვო ბაღების გაერთიანების ახალმა ხელმძღვანელმა, დალი ფუტკარაძემ, ბაღების მენეჯერებთან გაცნობითი და სამუშაო შეხვედრა გამართა.
საბავშვო ბაღების გაერთიანების ახალმა ხელმძღვანელმა, დალი ფუტკარაძემ, ბაღების მენეჯერებთან გაცნობითი და სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე განიხილეს:
ბაღებში არსებული აქტუალური საკითხები
მიმდინარე საქმიანობების შესრულების მდგომარეობა
მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის გზები
2026 წლის პრიორიტეტული მიმართულებები და დაგეგმილი ინიციატივები.
შეხვედრის მიზანი იყო როგორც მიმდინარე პროცესების შეფასება, ისე სამომავლო ნაბიჯების დაგეგმვა.
ახალმა ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეფექტური კომუნიკაცია და გუნდური მუშაობა არის ის საფუძველი, რომელიც უზრუნველყოფს საბავშვო ბაღების სისტემის უწყვეტ განვითარებასა და ხარისხის ზრდას.