logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
14.11.2025 სიახლე

საბავშვო ბაღში გაიმართა შვედი მწერლის, ასტრიდ ლინდგრენის შემოქმედებისადმი მიძღვნილი საგანმანათლებლო აქტივობა


Image

საბავშვო ბაღში გაიმართა შვედი მწერლის, ასტრიდ ლინდგრენის შემოქმედებისადმი მიძღვნილი საგანმანათლებლო აქტივობა, რომლის მიზანი იყო ბავშვებში კითხვის კულტურის, წარმოსახვისა და ემოციური ინტელექტის განვითარება.

ღონისძიების ფარგლებში აღსაზრდელებმა გაიცნეს ლინდგრენის ცნობილი პერსონაჟები, მოუსმინეს მის ნაწარმოებებზე დაყრდნობილ ისტორიებს და ჩაერთვნენ სიუჟეტურ-როლურ თამაშებში. 

აქტივობამ ხელი შეუწყო ბავშვებში აზროვნების, თვითგამოხატვისა და გუნდური მუშაობის უნარების გაღრმავებას.