logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
02.09.2026 სიახლე

სამუშაო შეხვედრა მენეჯერებთან


Image

ახალი სააღმზრდელო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა საბავშვო ბაღების მენეჯერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე განიხილეს ახალი სააღმზრდელო წლის პრიორიტეტები, საბავშვო ბაღების საჭიროებები და არსებული გამოწვევები, ასევე დაგეგმილი აქტივობები და პროექტები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბავშვზე ორიენტირებული, უსაფრთხო, ინკლუზიური და ხარისხიანი სააღმზრდელო გარემოს უზრუნველყოფას, ასევე ავტორიზაციის მიმდინარე პროცესსა და მის ფარგლებში არსებულ საკითხებს.