24.08.2025
საქველმოქმედო საღამო-,,ლე მერიდიენ ბათუმი”

28 აგვისტოს, ბათუმის მერიასთან თანამშრომლობით ,,ლე მერიდიენ ბათუმი” მასპინძლობს საქველმოქმედო საღამოს, რომელშიც უნიჭიერესი მუსიკოსები მონაწილეობენ.
ღონისძიების ფარგლებში შეგროვილი თანხა საქართველოს წითელ ჯვართან თანამშრომლობით გადაეცემა „აჩუქე სითბოს“ პროექტს, რომელიც ეხმარება მარტოხელა ხანდაზმულ ადამიანებს.