საზღვაო კვლევისა და განათლების მეხუთე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის საზღვაო კვლევისა და განათლების მეხუთე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას დაესწრო.
კონფერენცია ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება და მთავარ თემას - „საზღვაო კვლევა და განათლება გლობალურ კონტექსტში“ წარმოადგენს.
გიორგი ცინცაძის თქმით, საზღვაო სექტორი ბათუმისთვის არა მხოლოდ ეკონომიკის მნიშვნელოვანი მიმართულებაა, არამედ ქალაქის სტრატეგიული განვითარების, ტურიზმის, შრომის ბაზრის გაძლიერებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ერთ-ერთი საყრდენი.
ბათუმის მერმა მადლობა გადაუხადა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას, როგორც რეგიონში წამყვან საგანმანათლებლო და სამეცნიერო ცენტრს.
კონფერენცია აერთიანებს მსოფლიოს არაერთი ქვეყნის აკადემიურ და პროფესიულ წარმომადგენლებს, რომლებიც იმსჯელებენ საზღვაო ნავიგაციის, ინჟინერიის, ეკონომიკის, გარემოსდაცვითი უსაფრთხოებისა და ციფრული ტრანსფორმაციის აქტუალურ საკითხებზე.