logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
21.10.2025 სიახლე

ტრენინგი თემაზე: „ადრეული განათლების სასწავლო პროგრამა — ნეიროპლასტიურობა და განათლება, ეიდეტიკური განათლების მეთოდოლოგია ინკლუზიური მიმართულებით“


Image

ა(ა)იპ „ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ ორგანიზებით,

ა(ა)იპ „ბიბლიოთეკა-კულტურულმა ცენტრმა უნარშეზღუდულთათვის „თანადგომა“ ბათუმის საბავშვო ბაღების სააღმზრდელო პერსონალისთვის ჩაატარა ტრენინგი თემაზე:

„ადრეული განათლების სასწავლო პროგრამა — ნეიროპლასტიურობა და განათლება, ეიდეტიკური განათლების მეთოდოლოგია ინკლუზიური მიმართულებით“.

 ტრენინგის მიზანი იყო სააღმზრდელო პერსონალისთვის ინოვაციური მიდგომებისა და თანამედროვე მეთოდების გაცნობა, რაც ხელს შეუწყობს თითოეული ბავშვის უნარების განვითარებასა და ინკლუზიური საგანმანათლებლო გარემოს განმტკიცებას.

 ღონისძიების დასრულების შემდეგ, მონაწილე ყველა თანამშრომელს გადაეცა შესაბამისი სერტიფიკატები.