სიახლეები
გამოქვეყნებულია 20 მარ, 2023
ახალგაზრდების ინიციატივების მხარდაჭერა
ახალგაზრდების ინიციატივების მხარდაჭერა.
გამოქვეყნებულია 19 მარ, 2023
ბათუმელი მოციგურავეების წარმატება
„ვულოცავ ბათუმელ მოციგურავეებს გაერთიანებული ემირატების დედაქალაქ აბუ-დაბიში, საერთაშორისო ტურნირზე ფიგურულ ციგურაობაში მოპოვებულ გამარჯვებებს!
Basic Novice-ს კატეგორიაში ასპარეზობდა ნიკოლ ფადეევა, რომელმაც 17 ქვეყნის 36 მონაწილეს შორის პირველი ადგილი მოიპოვა.
ხოლო ქეთევან მახარაძე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს სპორტსმენებს!“ - არჩილ ჩიქოვანი.
გამოქვეყნებულია 17 მარ, 2023
მომხმარებელთა უფლებების კვირეულის დახურვის ღონისძიება
ბათუმში მომხმარებელთა უფლებების კვირეულის დახურვის ღონისძიება გაიმართა.
კვირეულის ფარგლებში მარეგულირებელმა უწყებებმა განიხილეს მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებული რეფორმები, მიღებული შედეგები, არსებული გამოწვევები, აღსრულების მექანიზმები, მომხმარებელთა ინფორმირების კამპანიების ეფექტიანობა და საერთაშორისო გამოცდილება.
მომხმარებლის უფლებების დაცვის პირველი საერთაშორისო კვირეული 13 მარტს გაიხსნა. კვირეული კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და სემეკის, კონკურენციის სააგენტოს, კომუნიკაციების კომისიის, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით განხორციელდა. 
დახურვის ღონისძიებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ქ. ბათუმის მერიის, მომხმარებელთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გამოქვეყნებულია 15 მარ, 2023
ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის
,,ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის"  -  საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მიზნით განაცხადების მიღება ხორციელდება.
მიმდინარე საგრანტო კონკურსით ფინანსდება პროექტები აჭარის, გურიისა და იმერეთის რეგიონებიდან. 
პროგრამის მიზანია საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური  ეკოსისტემის  გაძლიერებისა და  ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნის ხელშეწყობა.
განაცხადების მიღება 20 მარტამდე გაგრძელდება.
პროგრამას საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ახორციელებს.

დეტალებისთვის გადადით ბმულზე
გამოქვეყნებულია 15 მარ, 2023
შეხვედრა ლატვიის რესპუბლიკის ელჩთან
ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ედიტ მედნეს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მტკიცე მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები ეკონომიკის, კულტურის, განათლებისა და სხვა სფეროებში.
საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წლიდან დამყარდა.
გამოქვეყნებულია 14 მარ, 2023
ტბელ აბუსერიძის სახელობის სტიპენდია წარმატებული სტუდენტებისათვის

ტბელ აბუსერიძის სახელობის სტიპენდია წარმატებული სტუდენტებისათვის


გამოქვეყნებულია 14 მარ, 2023
შეხვედრა სომხეთის რესპუბლიკის ელჩთან
ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში აშოტ სმბატიანთან შეხვედრა გამართა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ კეთილმეზობლურ კავშირებს.
არჩილ ჩიქოვანმა ელჩს წარმატებები უსურვა მომავალ დიპლომატიურ საქმიანობაში.
საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლიდან დამყარდა.
გამოქვეყნებულია 12 მარ, 2023
დინამო ბათუმის გამარჯვება
დინამო ბათუმის გამარჯვება.
გამოქვეყნებულია 10 მარ, 2023
მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები
ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი ბათუმში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.
მონიტორინგის მიზნით, მერიის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ქათამაძისა და ადლიის ქუჩებზე იმყოფებოდა.
- ქათამაძის ქუჩაზე მიმდინარე საბავშვო ბაღის მშენებლობა აგვისტოში დასრულდება. ბაღი 270 აღსაზრდელზეა გათვალისწინებული.
არჩილ ჩიქოვანის თქმით, შენობა იქნება სრულად ადაპტირებული. მოეწყობა ეზო და საბავშვო გასართობი მოედანი.
,,წელს ბათუმში 22 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება. აშენდება 6, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 16-ს, მათ შორის, 12 ბაღში ენერგოეფექტურობის ევროპული სტანდარტები დაინერგება. მნიშვნელოვანია, რომ 2023-2024 წლებში საბავშვო ბაღების გამაგრება-რეაბილიტაციისა და სამშენებლო სამუშაოებისთვის 24 მილიონ 300 ათასამდე ლარია გათვალისწინებული“ - აღნიშნა არჩილ ჩიქოვანმა.
- კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ფარგლებში, ადლიის ქუჩაზე წყალმომარაგების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
არჩილ ჩიქოვანის თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე წყლის ცენტრალური სისტემა ამ დრომდე არ არსებობდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, 24 საათიანი წყალმომარაგებით 5 000 აბონენტი ისარგებლებს.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ბათუმის წყალის“ მიერ ბათუმის ცენტრალურ ნაწილსა და შემოერთებულ ტერიტორიებზე დაახლოებით 26 კმ ახალი წყალმომარაგების ქსელი მოეწყო. შესაბამისად, უწყვეტი წყალმომარაგებით 10 000-მდე აბონენტი სარგებლობს.


გამოქვეყნებულია 9 მარ, 2023
ქალაქის მოვლა-პატრონობის ღონისძიებები
▪️ ბაგრატიონის, გორგასლის, ფერაძისა და ივანე მესხის ქუჩების კეთილმოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.
▪️ გრძელდება ავარიული სახლების სამშენებლო და გამაგრებითი სამუშაოები.
▪️ ეზოების ასფალტირების წინამოსამზადებელი ღონისძიებები ხორციელდება ტაბიძის ქ. #40-ში.
▪️ ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს მეჯინისწყლის  არხის ორ მონაკვეთზე.
▪️ ხიდების მოწყობა ხორციელდება მაჭავარიანის ქუჩასა და თოდოგაურის დასახლებაში.
▪️ შ. ხიმშიაშვილის ქ. #45-ში არსებულ სპორტულ მოედანს უტარდება რეაბილიტაცია.
▪️ ი. ჯავახიშვილის ქ. #70-ში მდებარე საბავშვო მოედანზე კაუჩუკის საფარის დაგება მიმდინარეობს.
▪️ დაზიანებული ტროტუარის ფილებისა და ქვაფენილის აღდგენა განხორციელდა რუსთაველისა და გოგებაშვილის ქუჩებზე.
▪️ ლერმონტოვის ქ. #115-ის მიმდებარედ ავტობუსის მოსაცდელის მონტაჟი დასრულდა. ეტაპობრივად ქალაქის მასშტაბით 20 ერთეული მოსაცდელის მოწყობა იგეგმება.
▪️ ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე განხორციელდა სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია.
▪️ ბათუმში პალმების გასხვლა მიმდინარეობს. ქალაქის მასშტაბით ჯამში 230 პალმა მოწესრიგდება.
▪️ დასუფთავდა ძველი ბულვარის სანაპირო ზოლი.
▪️ მუნიციპალური ინსპექცია სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოების წესების მონიტორინგს ყოველდღიურად ახორციელებს.
გამოქვეყნებულია 7 მარ, 2023
ჟიული შარტავას დღეს 79 წელი შეუსრულდებოდა
საქართველოს ეროვნულ გმირს, ჟიული შარტავას დღეს 79 წელი შეუსრულდებოდა. ის იყო თავდადებისა და ერთგულების სიმბოლო, რომელსაც უზომოდ უყვარდა სამშობლო.
გამოქვეყნებულია 6 მარ, 2023
ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდია წარმატებული სტუდენტებისათვის
ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდია წარმატებული სტუდენტებისათვის.
გამოქვეყნებულია 5 მარ, 2023
შეხვედრა ვროცლავის მერთან
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პოლონეთის ქალაქ ვროცლავში შეხვედრა გაიმართა ვროცლავის მერთან, იაცეკ სუტრიკთან. შეხვედრაზე განვიხილეთ ბათუმსა და ვროცლავს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და სამომავლოდ, სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. აღსანიშნავია, რომ ბათუმი და ვროცლავი დამეგობრებული ქალაქებია.
ვიზიტის ფარგლებში, ასევე დავესწარი ვროცლავის საერთაშორისო ტურიზმის გამოფენას, რომელზეც საკუთარი სტენდი აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა წარმოადგინა, რაც საშუალებას აძლევს საერთაშორისო ტუროპერატორებს, კომპანიებს, მედიის წარმომადგენლებს, მეტი ინფორმაცია მიიღონ საქართველოს ტურისტული მიმართულებების შესახებ. გამოფენაზე საქართველოს მიმართ საკმაოდ დიდი ინტერესი იყო. 
პოლონეთის რესპუბლიკა ჩვენი რეგიონისა და ბათუმისთვის ერთ-ერთი მსხვილი ტურისტული ბაზარია ევროპაში, სადაც ტურისტული პოპულარიზაციის მიზნით, სარეკლამო კამპანიები ყოველწლიურად ხორციელდება.
გამოქვეყნებულია 3 მარ, 2023
დედის დღე
გილოცავთ დედის დღეს.
გამოქვეყნებულია 2 მარ, 2023
#1კვირა #ბათუმისმერია
▪️ ბათუმის ავტოპარკი წელს სრულად განახლდება. მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი უკვე შემოვიდა. 10 მ. სიგრძის 60 ახალი ავტობუსები 70-მდე მგზავრის გადაყვანის შესაძლებლობას იძლევა და სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის. ავტოპარკის განახლების პროცესი აპრილში დასრულდება
▪️ მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის V ფაზის ფარგლებში ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე წყლისა და წყალარინების სისტემების მოწყობა-რეაბილიტაცია განხორციელდება. აღნიშნულთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) წარმომადგენლებთან
▪️ „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ - განაცხადი შემოვიდა 350 მისამართიდან, მათგან 170 ავარიულ სახლზე უკვე დასრულებულია ლევან სამხარაულის სახელობის საექსპერტო ბიუროს კვლევები და განსაზღვრულია სხვადასხვა ხარისხის დაზიანების მქონე ავარიული სახლები. ამ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს 6 მისამართზე, 4 მისამართზე გამოცხადებულ ტენდერში გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია, ხოლო 7 მისამართზე დასრულდა გამაგრებითი სამუშაოები. შედეგად 1000-მდე ოჯახი უსაფრთხო გარემოში იცხოვრებს
▪️ ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაციისათვის 6 მილიონ 600 ათასი ლარი გამოიყო. სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისში დასრულდება
▪️ ვახტანგ გორგასლის ქუჩის რეაბილიტაციისათვის 1 მილიონ 600 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება. სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისში დასრულდება
▪️ დინამო ბათუმმა ახალწვეულები წარადგინა.
30.06.2020 - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. ვებგვერდი მომზადებულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის “დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) საქართველოში” მხარდაჭერით Betterfly DDB-ის მიერ. ვებგვერდზე გამოთქმული შეხედულებები არ გამოხატავს USAID-ის, GGI-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.