სიახლეები
გამოქვეყნებულია 16 სექ, 2023
ბათუმი ევროპული მობილობის კვირეულს შეუერთდა
არჩილ ჩიქოვანი - ბათუმი ევროპული მობილობის კვირეულს შეუერთდა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქალაქი აქტიურადაა ჩართული „მწვანე ქალაქების“ ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში, რაც მიმართულია ქალაქების მდგრადი განვითარებისკენ კლიმატის ცვლილების საპასუხოდ.
ევროპული მობილობის კვირეული არის ევროკომისიის ცნობიერების ამაღლების კამპანია მდგრადი ურბანული მობილობის შესახებ და მიზნად ისახავს ქალაქის ცენტრალურ უბნებში ნაკლები კერძო ავტომობილის მოძრაობით გარემოს მოფრთხილებას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ველოსიპედისა და ფეხით სიარულის პოპულარიზაციას.
გამოქვეყნებულია 16 სექ, 2023
ბათუმის ბოტანიკური ბაღი წელს პირველად ღვინის გამოფენას მასპინძლობდა
„ღვინოში შემონახული ისტორია“ - ბათუმის ბოტანიკური ბაღი წელს პირველად ღვინის გამოფენას მასპინძლობდა.
გამოფენა გიორგი გაბრიჩიძის სახელობის ზღვისპირა პარკში მოეწყო და მასში აჭარაში არსებული 20-მდე ღვინის მარანი მონაწილეობდა - ვიდეორგოლი
გამოქვეყნებულია 15 სექ, 2023
1 კვირა - ვიდეორგოლი
1 კვირა - ვიდეორგოლი
გამოქვეყნებულია 15 სექ, 2023
რაგბის კლუბი „ბათუმი“ დიდი 10-ის ლიდერია
რაგბის კლუბმა „ბათუმმა“ დიდი 10-ის მეორე ტურში თბილისის „ხვამლი“ ანგარიშით 27-23 დაამარცხა და 9 ქულით გათამაშების ლიდერი გახდა.
ბათუმის გუნდი მომდევნო ტურში 22 სექტემბერს, გასვლით თამაშზე, „ყაზბეგს“ დაუპირისპირდება.
გამოქვეყნებულია 15 სექ, 2023
30 ათასამდე სტატუსშეჩერებულ სტუდენტს 40 მლნ ლარის დავალიანება გაუნულდება
 საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, საქართველოში 30 ათასამდე სტატუსშეჩერებულ სტუდენტს 40 მლნ ლარის დავალიანება გაუნულდება. 
გამოქვეყნებულია 15 სექ, 2023
სკოლებსა და უნივერსიტეტებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო
არჩილ ჩიქოვანი - ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას მოსწავლეებს, სტუდენტებს, ლექტორ-მასწავლებლებს. განსაკუთრებით ვულოცავ პირველკლასელებს, რომლებმაც სკოლის კარი პირველად შეაღეს. ბედნიერი და წარმატებული ყოფილიყოს მათთვის ცხოვრების ახალი ეტაპი. ნაყოფიერ და საინტერესო სასწავლო წელს ვუსურვებ ყველას.
გამოქვეყნებულია 15 სექ, 2023
ქალაქის მოვლა-პატრონობის ღონისძიებები
 ▪️ ფრიდონ ხალვაშის მე-15 ჩიხში სპორტული მოედნის რეკონსტრუქცია-აღდგენა დასრულდა.
▪️ რუსთაველის ქ. #59-სა და ს. ხიმშიაშვილის ქ. #94-ში სპორტული მოედნის რეაბილიტაცია ხორციელდება.
▪️ ბაქოს ქ. #15-ში მდებარე სკვერში დაზიანებული საბავშვო ატრაქციონების შეკეთება მიმდინარეობს.
▪️ ქუჩის სახელწოდებისა და ნუმერაციის აღმნიშვნელი აბრების განთავსება ხორციელდება ხახულის ქუჩასა და ხახულის მე-2 შესახვევში.
▪️ გუდიაშვილის ქ. #20-ში მიმდინარეობს მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის აღდგენა.
▪️ გორგილაძის ქუჩაზე არსებულ სკვერში სკამების შეკეთება სრულდება.
▪️ სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს კობალაძის ქ. #13-ში.
▪️ შადრევნები მოწესრიგდა ზუბალაშვილის ქუჩაზე.
▪️ ტბების წმენდა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
▪️ გრძელდება ქუჩების მორეცხვა.
▪️ სანიაღვრე ჭებისა და ცხაურების გაწმენდითი სამუშაოები განხორციელდა ბერიძის, წერეთლის, გორგასლის, ფარნავაზ მეფის, გრიბოედოვის, ფიროსმანის, ინასარიძის, ვაჟა-ფშაველას, ლუკა ასათიანის, გენერალ ასლან აბაშიძის, იუნკრების, თაყაიშვილის, გოგიტიძის, ლერმონტოვისა და გიორგი ბრწყინვალის ქუჩებზე.
▪️ სკვერებსა და პარკებში ხე-მცენარეების დეკორატიული გასხვლა-ფორმირება გრძელდება. სამუშაოები გორგილაძის ქუჩაზე განხორციელდა. 
გამოქვეყნებულია 15 სექ, 2023
საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვა
ევროპული მობილობის კვირეულის ფარგლებში, 16-17 სექტემბერს საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება ძველი ბათუმის ტერიტორიაზე - ზ. გამსახურდიას, მელაშვილის, კოსტავას, ჟორდანიასა და ქუთაისის ქუჩებზე.
აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა 18 სექტემბრიდან აღდგება.
გამოქვეყნებულია 15 სექ, 2023
გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას
 გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას
გამოქვეყნებულია 14 სექ, 2023
ბათუმში მცხოვრებ 100 ოჯახს ბინები გადაეცათ
ჩვენი გუნდის მიერ გაცემული დაპირება შესრულებულია. დღეს ბათუმში მცხოვრებ 100 ოჯახს ბინები გადავეცით. დღეიდან ეს ოჯახები შეძლებენ თანამედროვე სტანდარტების და სრულად გარემონტებულ კორპუსში ცხოვრებას. 
ამ ეტაპზე, უკვე 180 ოჯახს გააჩნია საკუთარი საცხოვრებელი ფართი. მინდა მივულოცო თითოეულ მათგანს და ვუსურვო მშვიდობა და კეთილდღეობა. 
ოჯახებმა, რომლებსაც დღეს ბინები გადაეცათ, „ხელმისაწვდომი საცხოვრისის პროგრამით“ ისარგებლეს, რომელსაც ბათუმის მერია ახორციელებს. პროგრამით სარგებლობა ბათუმში რეგისტრირებულ მოქალაქეებს შეეძლოთ, რომელთაც არ ჰქონდათ ბინა და ბინის თვითღირებულების ქირის სახით დაფარვის საშუალება აქვთ. 
აქვე მინდა მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც დაუღალავი შრომა ჩადო, რათა ამ ოჯახებს საკუთარი საცხოვრებელი ფართი ჰქონოდათ. კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველას და მჯერა, მომავალშიც არაერთ მნიშვნელოვან, მოქალაქეებზე მორგებულ პროექტს განვახორციელებთ.
გამოქვეყნებულია 13 სექ, 2023
დედ-მამით ობოლ ბავშვებს და მრავალშვილიან ოჯახებს სასკოლო ვაუჩერები გადაეცათ
ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, დედ-მამით ობოლ 24 ბავშვს 200 ლარიანი ვაუჩერები, ხოლო 70 ათასამდე სარეიტინგო ქულის მქონე 27 მრავალშვილიან ოჯახს, რომლებსაც 5 და მეტი შვილი ჰყავთ, 400 ლარიანი ვაუჩერები გადაეცათ. 
ვაუჩერებით სარგებლობა შესაძლებელია მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსში“, სასკოლო და საკანცელარიო ნივთების შესაძენად.                                
ღონისძიება ბათუმის მერიისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ინიციატივით განხორციელდა. 
ვაუჩერები გადაეცათ იმ ოჯახებს, რომლებიც სარგებლობენ ბათუმის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის პროგრამებით.
გამოქვეყნებულია 12 სექ, 2023
ქალაქის მოვლა-პატრონობის ღონისძიებები
▪️ ინდუსტრიულ ზონაში, მთავარ და მეორეხარისხოვან გზებზე, ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ბორდიურების მოწყობისა და ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგების წინამოსამზადებელი ღონისძიებები.
▪️ გრძელდება ლეონიძის ქუჩის რეაბილიტაცია.
▪️ ნიჟარაძის ქუჩაზე ხიდების მოწყობა მიმდინარეობს.
▪️ აქტიურად გრძელდება საბავშვო ბაღების მშენებლობა.
▪️ შერიფ ხიმშიაშვილის ქ. #23-ში კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
▪️ ლიფტების შეცვლა ხორციელდება ხუთ მისამართზე.
▪️ სანიაღვრე ჭებისა და ცხაურების გაწმენდა მიმდინარეობს ჰ. აბაშიძის, მელიქიშვილის, აღმაშენებლის, თაბუკაშვილის, მაიაკოვსკისა და ბრწყინვალეს ქუჩებზე.
▪️ სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია ხორციელდება რუსთაველის ქუჩაზე.
▪️ ღია არხების გაწმენდა მიმდინარეობს ანა კალანდაძის, დიდგორისა და მაგნოლიის ქუჩებზე.
▪️ სანაპირო ზოლის, ქუჩების, სკვერების, ეზოებისა და ტროტუარების დასუფთავება ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
▪️ გრძელდება ერთწლოვანი ყვავილების მოწესრიგება. სამუშაოები რუსთაველისა და გოგებაშვილის ქუჩების კვეთაში მდებარე წრიულზე განხორციელდა.
გამოქვეყნებულია 12 სექ, 2023
კონკურსებსა და საგნობრივ ოლიმპიადებში გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოება
 არჩილ ჩიქოვანი - ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ კონკურსებსა და საგნობრივ ოლიმპიადებში გამარჯვებულ მოსწავლეებს! 
გამოქვეყნებულია 11 სექ, 2023
საქართველოს ქალ მოჭქადრაკეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია
საქართველოს ქალ მოჭქადრაკეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია.
გამოქვეყნებულია 11 სექ, 2023
ქალაქის მოვლა-პატრონობის ღონისძიებები
▪️ სკვერის მშენებლობა მიმდინარეობს მირიან მეფისა და ანწუხელიძის ქუჩებზე.
▪️ ფერდსამაგრი სამუშაოები ხორციელდება ნაჭყებიას ქ. #85-ში, თევდორე მღვდლის #20-სა და #35-ში.
▪️ ტროტუარის ფილებისა და ქვაფენილის აღდგენა მიმდინარეობს რუსთაველისა და გოგებაშვილის ქუჩებზე.
▪️ ქალაქის მასშტაბით გრძელდება ფანჩატურებისა და საბაღე სკამების შეკეთება.
▪️ ტაბიძის ქ. #15-ში, ლერმონტოვის ქ. #88-სა და ფარნავაზ მეფის ქ. #63-ში წყალსაწრეტი მილებისა და წყალშემკრები ღარების აღდგენა ხორციელდება.
▪️ ინასარიძის მეორე ჩიხის #8-ში მიმდინარეობს წყალარინების ახალ ქსელზე გადართვა.
▪️ სანიაღვრე ჭებისა და ცხაურების გაწმენდითი სამუშაოები ხორციელდება რუსთაველის, ჯავახიშვილის, გრიბოედოვის, თაყაიშვილის, ს. ხიმშიაშვილის, რურუასა და ბესიკის ქუჩებზე.
▪️ დასუფთავდა გონიო-კვარიათის სანაპირო ზოლი.
▪️ სკვერებსა და პარკებში ხე-მცენარეების დეკორატიული გასხვლა-ფორმირება მიმდინარეობს.
▪️ ესთეტიკური ცენტრებიდან, სილამაზის სალონებიდან და სამედიცინო დაწესებულებებიდან რეგულარულად ხორციელდება სახიფათო სამედიცინო ნარჩენების გატანა.
▪️ გრძელდება მრავალსართულიანი სახლების სარდაფებისა და სადარბაზოების დერატიზაცია.
30.06.2020 - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. ვებგვერდი მომზადებულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის “დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) საქართველოში” მხარდაჭერით Betterfly DDB-ის მიერ. ვებგვერდზე გამოთქმული შეხედულებები არ გამოხატავს USAID-ის, GGI-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.