ნოე 16, 2023

ბათუმის მერიასა და GIZ-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა შეხვედრა გამართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან საქართველოში ერნსტ პეტერ ფიშერთან და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ სანდრა შენკესთან.
შეხვედრის ფარგლებში, ბათუმის მერიასა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. 
შეთანხმებას ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა, GIZ-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა სანდრა შენკემ და „მდგრადი ურბანული განვითარება საქართველოში“ პროგრამის დირექტორმა ანკა დერიხსმა მოაწერეს ხელი. 
მემორანდუმის თანახმად, „მდგრადი ურბანული განვითარება საქართველოში“ პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდება სამუშაო ჯგუფი, ძველი ბათუმის არეალში შეირჩევა კონკრეტული ტერიტორია და ამ ტერიტორიისთვის შემუშავდება კლიმატზე ორიენტირებული, ინტეგრირებული ურბანული განვითარების საპროექტო წინადადებები. 
ამასთან შერჩეული არეალისთვის მომზადდება განვითარების გეგმა (NDP). საპროექტო წინადადებების საფუძველზე შეირჩევა და დაიწყება მცირე ზომის საპილოტე პროექტების განხორციელება.
მხარეებმა შეხვედრაზე ისაუბრეს ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობაზე, ერთობლივად განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე.

გალერეა

გაზიარება

მსგავსი პოსტი

არ არის მსგავსი პოსტი
30.06.2020 - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. ვებგვერდი მომზადებულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის “დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) საქართველოში” მხარდაჭერით Betterfly DDB-ის მიერ. ვებგვერდზე გამოთქმული შეხედულებები არ გამოხატავს USAID-ის, GGI-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.