სექ 14, 2023

ბათუმში მცხოვრებ 100 ოჯახს ბინები გადაეცათ

ჩვენი გუნდის მიერ გაცემული დაპირება შესრულებულია. დღეს ბათუმში მცხოვრებ 100 ოჯახს ბინები გადავეცით. დღეიდან ეს ოჯახები შეძლებენ თანამედროვე სტანდარტების და სრულად გარემონტებულ კორპუსში ცხოვრებას. 
ამ ეტაპზე, უკვე 180 ოჯახს გააჩნია საკუთარი საცხოვრებელი ფართი. მინდა მივულოცო თითოეულ მათგანს და ვუსურვო მშვიდობა და კეთილდღეობა. 
ოჯახებმა, რომლებსაც დღეს ბინები გადაეცათ, „ხელმისაწვდომი საცხოვრისის პროგრამით“ ისარგებლეს, რომელსაც ბათუმის მერია ახორციელებს. პროგრამით სარგებლობა ბათუმში რეგისტრირებულ მოქალაქეებს შეეძლოთ, რომელთაც არ ჰქონდათ ბინა და ბინის თვითღირებულების ქირის სახით დაფარვის საშუალება აქვთ. 
აქვე მინდა მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც დაუღალავი შრომა ჩადო, რათა ამ ოჯახებს საკუთარი საცხოვრებელი ფართი ჰქონოდათ. კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველას და მჯერა, მომავალშიც არაერთ მნიშვნელოვან, მოქალაქეებზე მორგებულ პროექტს განვახორციელებთ.

გალერეა

გაზიარება

მსგავსი პოსტი

არ არის მსგავსი პოსტი
30.06.2020 - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. ვებგვერდი მომზადებულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის “დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) საქართველოში” მხარდაჭერით Betterfly DDB-ის მიერ. ვებგვერდზე გამოთქმული შეხედულებები არ გამოხატავს USAID-ის, GGI-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.