ბათუმში მომხმარებელთა უფლებების კვირეულის დახურვის ღონისძიება გაიმართა.
კვირეულის ფარგლებში მარეგულირებელმა უწყებებმა განიხილეს მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებული რეფორმები, მიღებული შედეგები, არსებული გამოწვევები, აღსრულების მექანიზმები, მომხმარებელთა ინფორმირების კამპანიების ეფექტიანობა და საერთაშორისო გამოცდილება.
მომხმარებლის უფლებების დაცვის პირველი საერთაშორისო კვირეული 13 მარტს გაიხსნა. კვირეული კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და სემეკის, კონკურენციის სააგენტოს, კომუნიკაციების კომისიის, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით განხორციელდა.
დახურვის ღონისძიებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ქ. ბათუმის მერიის, მომხმარებელთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.