მაი 25, 2023

ქალაქის მოვლა-პატრონობის ღონისძიებები

▪️ ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაცია გრძელდება. ამ ეტაპზე სამუშაოები ვაჟა-ფშაველადან ლერმონტოვის ქუჩამდე მონაკვეთში მიმდინარეობს, სადაც ასფალტის საფარის მეორე ფენა იგება.
▪️ ივანე მესხის ქუჩის კეთილმოწყობის ფარგლებში, აღნიშნულ ქუჩაზე გარეგანათების სისტემის მონტაჟი ხორციელდება.
▪️ საბავშვო ბაღების გამაგრება მიმდინარეობს ანდრონიკაშვილისა და ტაბიძის ქუჩებზე, ვარშანიძის პირველ ჩიხში.
▪️ ტროტუარის ფილებისა და ქვაფენილის აღდგენა განხორციელდა გოგებაშვილის, ნინოშვილის, ბარათაშვილისა და ბაგრატიონის ქუჩებზე.
▪️ საგზაო მონიშვნები გრძელდება. დახაზვითი სამუშაოები მიმდინარეობს პუშკინისა და შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩებზე.
▪️ აქტიურად გრძელდება ეზოების კომუნალური სისტემის მოწყობა.
▪️ ნაპირსამაგრი სამუშაოები მდინარე მეჯინისწყლის ორ მონაკვეთზე ხორციელდება.
▪️ გიორგი ლეონიძისა და ნაჭყებიას ქუჩებზე სანიაღვრე არხის მოწყობა მიმდინარეობს.
▪️ მოირეცხა ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორია.
▪️ ქალაქის მასშტაბით გრძელდება ერთწლოვანი ყვავილების დარგვა.

გალერეა

გაზიარება

მსგავსი პოსტი

არ არის მსგავსი პოსტი
30.06.2020 - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. ვებგვერდი მომზადებულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის “დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) საქართველოში” მხარდაჭერით Betterfly DDB-ის მიერ. ვებგვერდზე გამოთქმული შეხედულებები არ გამოხატავს USAID-ის, GGI-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.