ზვიად გამსახურდიას 85 წელი შეუსრულდებოდა
არჩილ ჩიქოვანი - დღეს საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას 85 წელი შეუსრულდებოდა. უდიდესია მისი როლი ეროვნული იდეის შექმნასა და საქართველოს ეროვნული მოძრაობის აღორძინებაში. მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე იმ თვალსაზრისითაც, რომ ზუსტად 33 წლის წინ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით ჩატარდა რეფერენდუმი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა დამოუკიდებელი, თავისუფალი სახელმწიფოს მშენებლობას.