ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები
მელიქიშვილის ქუჩაზე #4 საბავშვო ბაღის შენობის გამაგრება გრძელდება.
ფერდსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს თბილისის ქ. #61-სა და დიდგორის ქ. #43-ში.
დაზიანებული ტროტუარის ფილებისა და ქვაფენილის აღდგენა განხორციელდა გრიბოედოვის, 26 მაისისა და გორგასლის ქუჩებზე.
ლერმონტოვის ქ. #106-ში მდებარე სპორტულ მოედანს უტარდება რეაბილიტაცია.
ფასადის შეფუთვა დაიწყო ჯავახიშვილის ქუჩის #78-ში მდებარე ოთხივე საცხოვრებელ კორპუსზე.
დაზიანებული სახურავის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს ვაჟა-ფშაველას ქუჩის #105-ში.
საბავშვო ატრაქციონების აღდგენას რეგულარულად ხორციელდება. დღეს სამუშაოები ტაბიძის ქ. #17-ში შესრულდა.
ლიფტების მოწყობა გრძელდება გიორგი ბრწყინვალის ქ. #45ა-ში, გრიშაშვილის 1-ელ ჩიხში, აღმაშენებლის ქ. #8-სა და #18-ში.
მიმდინარეობს სკვერების, პარკების, მწვანე სივრცეებისა და ეზოების გაცელვა.
დასრულდა შტორმის შედეგად დანაგვიანებული სანაპირო ზოლის დასუფთავება.